ჩაინიშნე კალენდარში 7 ოქტომბერი - TSU Welcome Party!
ახალი სასწავლო წელი გამორჩეული Line Up-ით იწყება:
Niaz Diasamidze & 33A; Sumo; Uru; Monk; Telepopmusik
კარი გაიღება 20:00 საათზე;
მისამართი - Lisi, Wonderland
ღონისძიების მოსაწვევები გაიცემა 3 ოქტომბრიდან ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდე, ფაკულტეტების მიხედვით:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - პირველი კორპუსი, 303-ე ოთახი;
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მეორე კორპუსი, 237-ე ოთახი;
იურიდიული ფაკულტეტი - მეორე კორპუსის ფოიე
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მესამე კორპუსი, 018-ე ოთახი;
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი/ტურიზმის სკოლა/ISET - მე-10 კორპუსი (მაღლივი),102-ე ოთახი;
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მე-11 კორპუსი (განივი), 306-ე ოთახი;
მედიცინის ფაკულტეტი - მე-11 კორპუსი (განივი) 306-ე ოთახი.
საღამოზე დასწრება შეუძლია თსუ-ის აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს.
გთხოვთ, თან იქონიოთ მოსაწვევი და პირადობის მოწმობა.